Georgia

ზორასტრიზმი ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა. იგი წინასწარმეტყველ ზარათუშტრას (ზოროასტრის) სახელს უკავშირდება (ზარათუშტრა რეალურ პიროვნებად მიიჩნევა). ამ რელიგიის გაჩენის თარიღად ძველი წლთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის ბოლო მიიჩნევა. ზოროასტრიზმი არანის მთიანეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა და გავრცელდა წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე სამხეთ კავკასიაში. ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნემდე (ისლამის გავრცელებამდე). ზოროასტრიზმი იყო ძველი სპარსეთის იმპერიების ძირითადი რელიგია. მე ვფიქრობ, რომ ამ რელიგიის მოძღვრება და საყრდენი ძალიან საინტერესოა…

ზოროასტრიზმში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, სამართლიანობა, ერთგულება, სიმამაცე, სიკეთე, წესიერება და კეთილგონიერება, ასავე სიტყვის ერთგულება. ზოროასტრიზმისათვის დამახასიათებელია ბუნებისა და ცხოველთა სამყაროზე ზრუნვა და განსაკუთრებული დამოკიდებულება ოთხი სტიქიისადმი: ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისადმი. ცეცხლს თაყვანს სცემდნენ როგორც გამწმენდ ძალას. გარდაცვლილებს მარხავდნენ განსაკუთრებულ “მდუმარების კოშკებში”, მიიჩნევდნენ, რომ არ შეიძლება სხეულის არც მიწაში დამარხვა, არც დაწვა. სწამთ სულის უკვდავება, იმქვეყნიური ცხოვრება და სამყაროს აღსასრული. ზოროასტრიზმის წმინდა წიგნია ავესტა, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება (იასნები, იაშტები, ვისპრედი, ვიდევდატი და ჰორდა ავესტა).


ზოროასტრიზმი მკვეთრად გამოხატული დუალისტური რლიგიაა. უზენაესი ღვთაებაა აჰურა-მაზდა (ორმუზდი). მისი სახელის მიხედვით მომდინარეობს რელიგიის მეორე სახელი მაზდეანობა. ზარათუშტრა წინასწარმეტყვრლია, რომელსაც გამოეცხადნენ ღმერთები და როგორც აჰურა-მაზდას შუამავალმა იქადაგა ახალი რელიგია. აჰურა-მაზდა -“სიბრძნის მპყრობელი”, “ღმერთი ყოვლადბრძენი”, შემოქმედი ღმერთია. მას უკავშირდება ღვთაებრივი სამართლიანობადა წესრიგი (აშა), კეთილი სიტყვა და კეთილი საქმე. აჰურა-მაზდა ქურუმის სახით გამოიხატება. იგი ქმნის სამყაროს ფიქრის ძალით და ითხოვს სულიერ თაყვანისცემას, ლოცვებს “წმინდა ცეცხლის” პირას. მსხვერპლშეწირვის ხერხებიდან გამოიყენებოდა ხაომისა და რძის შერევის შედეგად მიღებული სითხის შეწირვა.


ზოროასტრიზმის მიხედვით, მსოფლიო განვითარება ორი საწყისის- სიკეთისა და ბოროტებას შორის ბრძოლის პროცესია. აჰურა-მაზდას, სიკეთისა და სინათლის მეუფეს უპირისპირდება ანგრა-მანიუ (აჰრიმანი)- ბოროტებისა და წყვდიადის მეუფე. მას ახლავს ბოროტი სულები- დევები. აჰურა-მაზდამ სპენტა მანიუს (წმინდა სულის) დახმარებით შექმნა ექვსი “უკვდავი წმინდანი”: ვოჰუ-მინა (კეთილი აზრი, საქონლის მფარველი), აშა-ვახიშტა (ჭეშმარიტება, ცეცხლის მფარველი), ჰშარტა-ვაირია (ძალაუფლება, ლითონის მფარველი), სპენტა არმაიტი (კეთილგონიერება, დედამიწის მფარველი), ჰაურვატატი (ჯანმრთელობა, წყლის მფარველი), ამერტატი (უკვდავება, მცენარეთა მფარველი). მათ გარდა აჰურა-მაზდას მხლებლები არიან მითრა, აპამნაპატი (წყლის შვილიშვილები), სრაოში (მორჩილება, ყურადღება და დისციპლინა) და აში (ბედისწერის ქალღმერთი). ამ ორ საწყისს შორის ბრძოლა ოთხი მსოფლიო ციკლის მანძილზე წარიმართება და დასრულდება აჰრიმანის დამარცხებით, სამყაროს განწმენდითა და ნეტარების ერის დადგომით.


ზოროასტრიზმში წეს-ჩვეულებისა და წარმოდგენების საკმაოდ რთული სისტემაა შემუშავებული, რაც ადამიანის ცხოვრებას სრულ რეგლამენტირებას ახდენდა. ამ სისტემაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებიოდა საზეიმო ცერემონიებს, რაც დაკავშირებული იყო ახალი წლის (ნოვრუზი) აღნიშვნასთან, წინაპართა კულტთან, ლოცვებთან, განწმენდის რიტუალებთან. ლოცვები (აჰურა-მაზდასადმი აღვლენილი) ყოველდღიური რიტუალია. ისინი სრულდებოდა დილით და ძილის წინ, სახლში შესვლისას და გამოსვლისას, განწმენდის რიტუალის შესრულებისას და ა.შ. ლოცვა შეიძლებოდა ტაძარში, სახლში სპეციალურ საკურთხეველთან, ბუნებაში. სავალდებულო წესი იყო ლოცვისას პირით სამხრეთისკენ შებრუნება (ფარსები ჩრდილოეთით ბრუნდებიან).